03/01/2022
10:40
საზოგადოება
სკოლებში არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით არის გამოცხადებული.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება 10 იანვრამდე პერიოდის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ.
უქმე დღეების მიუხედავად, მოქალაქეებს დღეიდან კვლავ მოემსახურება იუსტიციის სახლი, რომლის ფილიალებიც მხოლოდ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე არ იმუშავებს. ამასთან, შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე, დღეიდან მუშაობას განაახლებენ და მხოლოდ 7 იანვარს არ იმუშავებენ პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებები.
10 იანვრამდე არ იმუშავებს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი, თუმცა საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, „112“-ის საჯარიმო სადგომზე.
10 იანვრიდან განაახლებს მუშაობას შსს-ს მომსახურების სააგენტო. მოქალაქეები, რომლებსაც 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024