20/01/2023
18:04
მედიცინა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა, მამუკა ოთიაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაჭრილთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ამ ეტაპისთვის კლინიკაში რჩება სამი ავადმყოფი. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ერთი ავადმყოფი ამბულატორიულად გაწერილი ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ის აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
ეს არის 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობების გამო ჩაუტარდა მუცლის ღრუსა და ბარძაყის არტერიისა და ვენის იმპლანტაცია. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსფუზიოთერაპია. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზოგადად ქირურგიულ განყოფილებაში. აღენიშნებათ ქვედა კიდურების გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობები. ჯერჯერობით ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას“, - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, 6 კი დაიღუპა.
წყარო: imedinews.ge
0
0