11/11/2024
08:50
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველების დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე წუთით შედგა – მე-11 ტურის შეხვედრაში ლიონელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შევიდა. ზურიკო დავითაშვილი კი „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„ლიონი“ უპირატესობას ფლობდა და შესვენებამდე დაწინაურდა. 29-ე წუთზე, სტანდარტის გათამაშების შემდეგ სორენტინ ტოლისომ „მაკრატელათი“ სცადა დარტყმა, კარის წინ გათავისუფლებულმა მასპინძელთა კაპიტანმა, ალეკსანდრე ლაკაზეტიმ კი დამატებაზე ანგარიში გახსნა.
წაგების მიუხედავად, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ ყველაზე აქტიური იყო და გუნდში საუკეთესო შეფასება, 7,4 ქულა მიიღო. პირველ ტაიმში მისი გადაცემით ლუკას სტასინიმ ვერ ისარგებლა, 55-ე წუთზე საჯარიმოდან ბურთი კარში გაუშვა და „ლიონი“ მეკარე ლუკას პერიმ გადაარჩინა. ხუთ წუთში ზურიკომ ისევ სცადა გატანა, მაგრამ მისი მცდელობა მცველმა დაბლოკა.
ამ მატჩის შემდეგ „ლიონი“ 18 ქულით მე-5 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ (10) მე-15 ადგილზე, პლეი აუტის ზონაში დაქვეითდა.
0
0
პოპულარული ბლოგერი ლეიკემიით გარდაიცვალა
14/11/2024