30/06/2022
17:28
მსოფლიო
საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთის რესპუბლიკას გადააბარა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია მადრიდში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შეხვდა. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ევროპულ ინსტიტუტებს მუშაობისთვის და წარმატება უსურვა ჩეხეთის ხელისუფლებას.
„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საფრანგეთთან მუშაობას.
„მადლობა, ემანუელ, თქვენი თავმჯდომარეობისთვის. ეს იყო ძალიან რთული დრო ევროპისთვის. შედეგები შესანიშნავია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას“, – განაცხადა პეტრ ფიალამ.
ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე პირველი ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში იქნება.
0
0