02/01/2022
13:09
მსოფლიო
„ბოლო წლებში ევროკავშირს ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ის დაყოფილია, არ შეუძლია ერთობლივი პროექტების განხორციელება და უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც აქტუალობას დაკარგავს. თუმცა პანდემიამ აჩვენა, რომ ერთობა სასარგებლოა და იმედის წყაროს წარმოადგენს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი პრიორიტეტად პანდემიის შემდეგ ევროპის ეკონომიკის ზრდის ახალი მოდელის დანერგვას ასახელებს, რაც სამუშაო ადგილების შექმნითა და ინოვაციების დანერგვით უნდა იყოს მიღწეული.
მაკრონი ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვაზე, ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და თავდაცვის სფეროს გაძლიერებაზე.
საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა სლოვენიისგან გადაიბარა და ამ სტატუსს მომდევნო ექვსი თვე ატარებს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024