14/08/2024
13:24
კულტურა
საერთაშორისო ფესტივალს "ღამის სერენადები" მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
წელს ფესტივალი აღდგენიდან მე-16-ედ ჩატარდება და საქართველოს 3 ქალაქი – ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.
ფესტივალი 21 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში გაიხსნება.
23 აგვისტოს 20:00 საათზე ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) შეასრულებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს: ენიო მორიკონე – სამი თემა; ნინო როტა – მიძღვნა ფედერიკო ფელინის; ხალედ მუზანარი – პოპური; კარლოს გარდელი – Volver; Por una Cabeza; ასტორ პიაცოლა – მელოდია ლა მინორი; Adios Nonino; Vuelvo al Sur; Milonga del Angel; დიდი ტანგო.
ფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს 25 აგვისტოს 20:00 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ელვინ ხოჯა განიევს (ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ანტონიო ვივალდის – წელიწადის დრონი; ასტორ პიაცოლას – ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი; ნიკოლო პაგანინის – კაპრისი N24.
15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 15 სექტემბერს 20:00 საათზე ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს No. 3 რემინორი, თხზ. 30.
17 სექტემბერს 20:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი ლიზი რამიშვილი (ჩელო,საქართველო),მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს. საკონცერტო პროგრამაშია: ალბერტო ნეპომუსენუს – სიმებიანი კვარტეტი N3 “Brasiliero”; ალბერტო ნეპომუსენუს – Andante espressivo სიმებიანი საკრავებისთვის; ალბერტო ნეპომუსენუს – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის; ჰეიტორ ვილა-ლობოსის – 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა, Cancao de cristal, Samba Classico, Modinha, Melodia Sentimental; შიკინია გონზაგას – Corta Jaca; ზეკინია დე აბრეუ ს- Tico Tico.
„ღამის სერენადები” 18 სექტემბერს 18:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო). მუსიკოსები ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს დაუკრავენ.
წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს 20:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). პროგრამაშია: ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 N6 – ჩაკონა; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის სი-ბემოლ მაჟორი,RV 375; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის დო მაჟორი, RV 190; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428; პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 N11; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516.
საკონცერტო პროგრამასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. ასევე ტრადიციულად, ჩატარდება მხატვრების სამხატვრო გამოფენა.
0
0