12/02/2022
18:51
სამხედრო
ზამთრის შუალედურ სამთო კურსში 9 სამხედრო მოსამხახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 პოლონელი, 2 უკრაინელი და 4 ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს და სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს, დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ. კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი
პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024