06/05/2024
19:49
სამართალი
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ინტერპრესნიუსი”
0
0