საბერძნეთის ჯანდაცვამ გასართობი ცენტრი მას შემდეგ დააჯარიმა, რაც კადრში ცნობილი მსახიობი სიგარეტს ეწეოდა
27/12/2022
11:14
სხვადასხვა
A-
+A
ცნობილი წყვილი - დესპინა ვანდი და ვასილის ბისბიკი - მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.
“ტვიტერზე” გავრცელებული ერთი ფოტოც საკმარისი იყო იმისთვის, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრს, თანოს პლევრის კონკრეტული გასართობი ცენტრისთვის, სადაც დესპინა ვანდი მღერის, ჯარიმის დაკისრება მოეთხოვა.
კერძოდ, თანოს პლევრიმ, თავის მხრივ, გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ დესპინა ვანდის პარტნიორი, ცნობილი მსახიობი ვასილის ბისბიკი ეწევა და ვანდის სიმღერით ტკბება. როგორც მინისტრი წერს, ამ ფოტოზე დაყრდნობით, კონკრეტულ გასართობ ცენტრს დაეკისრება ჯარიმა, ვინაიდან მოწევა აკრძალულია ყველა დახურულ სივრცეში: “კანონი ეხება ყველას და მოწევა დახურულ სივრცეში აკრძალულია!”
წყარო: georgians.gr
0
0
718
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%