10/09/2024
17:45
სამართალი
საბა მეფარიშვილი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დღეს ადმინისტრაციული წესით, მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2000 ლარითაც დააჯარიმა.
როგორც მისი ადვოკატი, თათია კონიაშვილი ამბობს, ეს საქმეც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას უკავშირდება და მეფარიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ადვოკატის განმარტებით, სანამ საბა მეფარიშვილს სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მანამდე დღენახევარი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
0
0