25/11/2024
19:50
კონფლიქტები
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს 300 ნომრით, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის წყაროებით. ამის შესახებ ბელორუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ბოლკუნეცმა "აფხაზეთის ახალი ამბების" პორტალზე დაყრდნობით, ტელეგრამის არხზე დაწერა, რომელიც აქვეყნებდა დოკუმენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზი ოფიციალური პირების ოფისებში იყო ნაპოვნი.
„ასევე იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზის, საბავშვო ზონის წყლის სლაიდებით, რეკრეაციული ზონის სპორტული მოედნებით და 8 ცალკე VIP სახლის განთავსება. კომპლექსთან, სულ მცირე, ორი ნავმისადგომის აშენება იგეგმება. რომელთაგან ერთ-ერთი იქნება VIP იახტებისთვის“, - წერს ბოლკუნეცი.
13 ოქტომბერს ბელორუსის კვლევითმა ცენტრმა (BRC) გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებად კომპანიას გადაეცა 20 ჰექტარი მიწა „დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“. - სანატორიუმის მშენებლობა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება.
0
0