22/07/2024
20:36
სამართალი
სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 18 ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განცხადებები 2024 წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული ფორმით მიიღება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვაქვეყნებთ „სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 22 ივლისის №1/74 განკარგულების ასლს.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებული მოსამართლის 18 ვაკანსიაზე იწყება განცხადებების მიიღება 2024 წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0