14/11/2024
00:01
პოლიტიკა
სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა მიმდინარეობს და პრეზიდენტის შეწყალებას აზრი არ ექნება, რადგან მისი გამოშვება ვერ მოხდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნარატივში ზის და ისიც როგორც რადიკალები საკუთარ თავს არ ეკუთვნის და იმართება გარედან. კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად, პარლამენტი ჩვეულებრივად შეიკრიბება და ქვეყანა გააგრძელებს ჩვეულ რიტმში ცხოვრებას.
„ზურაბიშვილიც იგივე ნარატივში ზის, ისიც თავის თავს არ ეკუთვნის, ისიც ჩვეულებრივად იმართება გარედან. დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტი შეიკრიბება, ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე. რა თქმა უნდა დაამტკიცებს მთავრობას, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, ახალი მინისტრები და გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ უამრავი დაპირება გვაქვს გაცემული, რასაც სჭირდება შესრულება. უამრავი სამუშაოა, უამრავი გამოწვევებია, უამრავი პრობლემებია და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეს არც მოსახლეობა ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. რეგიონში ომი მიმდინარეობს, რაც ძალიან მძიმეა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. შეიძლება აქ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა ქვეყანაში და „ის გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოს ცაზეო“ , ყველაფერ ამის მიუხედავად ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024