04/02/2023
15:07
მედიცინა
“კვების რაციონი შედარებით გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან და პაციენტთან მუშაობას გვადროებენ”, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით ტემპერატურა 37,3 აღენიშნებოდა.
„რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მან კვების რაციონი შედარებით, გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან და პაციენტთან მუშაობას გვადროებენ.
გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები. ვგულისხმობ ადვოკატებს. გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
0
0