03/03/2023
12:40
მედიცინა
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძეს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ადგილს თამარ დავარაშვილის ნაცვლად ექიმი, თერაპევტი - ლუიზა შენგელია დაიკავებს.
მისი თქმით, მკურნალი ექიმის ჩანაცვლება პაციენტის ინიციატივით მოხდა.
ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს.
„პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო პაციენტის ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი, თუ მოთხოვნა და ის ჩანაცვლდა ახალი ექიმით, თერაპევტით და ეს არის ლუიზა შენგელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც უფრო მეტად ექიმის რეკომენდაციებს გაიზიარებს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024