სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
07/10/2021
15:15
სამართალი
A-
+A
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის შესაძლო კვეთის საქმეზე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სამსახურებრივ მოკვლევას ატარებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მოკვლევის პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
„უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახური მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტის გამოძიება. მთელი არსებული ინფორმაციის დეტალური შესწავლა მოხდება“ - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ანდრეი დემჩენკომ.
მისივე ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახურის სამხრეთ რეგიონული სამმართველოს თანამდებობის რამდენიმე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გათავისუფლებულია. შეკითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა მონაცემთა ბაზაში, სპიკერმა განაცხადა, რომ ეს „კონფიდენციალური ინფორმაციაა“.
0
0
104031
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%