22/12/2022
15:22
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი.
ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა კი შეუსაბამო სახით ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები. აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, არის მოუვლელი. ფრჩხილები მოსაწესრიგებელია. ეს დემენციის სიმპტომებია. ის ავლენს სისუსტეს, სკამიდან ადგომა უჭირს და სიარულიც უჭირს. მან დაიკლო წონაშიც“,- აღნიშნა ექსპერტ-ფსიქიატრმა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024