სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო - იუსტიციის მინისტრი
16/11/2021
10:19
პოლიტიკა
A-
+A
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სწორედ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
„შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი, სამედიცინო თვალსაზრისითაც, დღეს ბევრად მაღალია. აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
0
0
382
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%