31/01/2025
20:11
საზოგადოება
ბონდო მძინარიშვილი ამბობდა, რომ 2026 წლის პირველ ივლისამდე თურმე ამ არხზე არ შეიცვლება სამეურვეო საბჭო. აგერ ვნახავთ, თუ არ შეიცვლება. დამხობა რეჟიმს, დამხობა პროპაგანდისტულ მედიებს, – ამის შესახებ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ჭანტურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ჭანტურიას თქმით, აქციები გაგრძელდება.
„ვაპროტესტებთ, რომ ეს არხი გადაიქცა სახელისუფლო, პროპაგანდისტულ მედიად. თქვენ ძალიან ხშირად მოისმენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიაში, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაზე არის საუბარი. იქ გარკვევით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ამბების გაშუქების დროს მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო „ქართულ ოცნებას“. ეს ერთი ამბავია და ყურადღებამისაქცევია.
მეორე – ადგილობრივი რეპუტაციული ორგანიზაცია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომელიც შეიძლება, თქვენ არ მოგწონდეთ, მაგრამ ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მაუწყებელი იყო მიკერძოებული.
ბატონი ბონდო მძინარიშვილი ამბობდა, რომ 2026 წლის პირველ ივლისამდე თურმე ამ არხზე არ შეიცვლება სამეურვეო საბჭო. აგერ ვნახავთ, თუ არ შეიცვლება. აქ არის ხალხი, შეიძლება, თქვენ გქონდათ წარმოდგენა, რომ 30 ნოემბრის შემდეგ 2-3 დღეში ეს პროტესტი დაიშლებოდა. იქ ვდგავართ, გუშინ ვნახეთ, რამხელა აქცია იყო, ეს აქციები გაგრძელდება. დავასრულებ იგივეთი – თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს, დამხობა რეჟიმს და დამხობა პროპაგანდისტულ მედიებს“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
0
0