08/12/2021
22:35
პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. მას ისე ექცევიან, როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ტყვეობაში ჩავარდნილ პირებს. ეს არის ის, რაც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადავდგათ. ეს ყველაფერი არ ხდება და არ იგეგმება ინგოროყვას ქუჩაზე. ინგოროყვას 7 ნომერია კანცელარია.
ეს იგეგმება შუშის სასახლეში. კრემლის მთავარმა იდეოლოგმა სურკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა უნდა მოახერხოს ქაოსის გენერირება მის სამეზობლოში და პირველ რიგში უკრაინაში, საქართველოში. რუსი არ მალავს და პირდაპირ გეუბნება „ყველაფერს ვაკეთებ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ჩემს სამეზობლოში“. პუტინის რეჟიმი რომ იყოს ძლიერი რუსეთის ფედერაციაში, მას ეს სჭირდება.
ამას უნდა დავუპირისპიროთ მაქსიმალური კონსოლიდაცია, სიფხიზლე, სისტემური საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობა. თითქოს ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ.
სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხმას არ იღებს და ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის გვერდითი ეფექტი“, - აღნიშნა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
0
0