"სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო" - ბრეგაძე
30/04/2024
23:08
სამართალი
A-
+A
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“ წამყვანის კითხვას - ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მალე არა „ვივა მედის“ კლინიკაში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში.
„ყველაფერი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც იქნება ექიმების რეკომენდაცია. ჩვენ ამის არ გვეშინია. პირიქით, აღვასრულებთ სამართალს და ვამბობთ ძალიან ხაზგასმით, რომ მსჯავრდებული პატიმარი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო. ის დაბრუნებული იქნება იქ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
0
0
195
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%