30/11/2022
11:14
მედიცინა
მიხეილ სააკაშვილი დიაგნოზის გასაჯაროების წინააღმდეგია, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
„მიხეილ სააკაშვილს გავაცანი დიაგნოზები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს. შევიტანთ სასამართლოში ისე, რომ არ გასაჯაროვდეს. ეს დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. ჩვენ სასამართლოს ან გათავისუფლებას მოვთხოვთ ან გადავადებას. შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა არის სისტემატურად მძიმე მდგომარეობა. არაფერი სასიკეთო მასთან აღარ ხდება", - ამბობს ხაჭაპურიძე.
0
0