12/11/2021
20:14
პოლიტიკა
ამის შესახებ ადვოკატმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბუნებრივია, ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად უარესდება და ეს მოსალოდნელიც არის. მისი პოზიცია არის უცვლელი და მზადყოფნას გამოთქვამს გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება, თუ ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, არ არსებობს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე შიმშილობს და არ შეწყვეტს, სანამ ის პირობები არ შესრულდება, რაზეც მან უკვე ისაუბრა ვრცლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის შექმნილი. მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და იმედია, საქართველოს მთავრობა მისი კერძო, ვიწრო ჯგუფის ინტერესებით არ დააზარალებს სრულიად სახელმწიფოს და რაიმე ტიპის დესტრუქციულ ქმედებას არ მიჰყოფს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ის არ მხნედ და მიიჩნევს, რომ უნდა იბრძოლოს და იბრძოლებს გამარჯვებამდე, სანამ ის პირობები არ იქნება შესრულებული, რომელიც მან გააჟღერა“, - განაცხადა ადვოკატმა.
0
0