31/01/2025
15:13
საზოგადოება
კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ,,განმეორებით მუქარას’’ გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ტრამპი BRICS-ის ქვეყნებისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებს, თუ ისინი უარს იტყვიან აშშ დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, BRICS-ი, რომლის წევრიც რუსეთია, განიხილავს მხოლოდ ერთობლივი საინვესტიციო პლატფორმების და არა საკუთარი ვალუტის შექმნის საკითხს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი მსგავს განცხადებებს აკეთებს. მან ისაუბრა ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინაც, როცა ის ახლადარჩეული პრეზიდენტი იყო. საქმე ის არის, რომ BRICS-ი არ განიხილავს ერთიანი ვალუტის შექმნის საკითხს და არც არასდროს შეუმუშავებია რაიმე გეგმა. BRICS-ი საუბრობს ახალი ერთობლივი საინვესტიციო პლატფორმების შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას მესამე ქვეყნებში, ორმხრივ ინვესტიციებს და ა.შ.,", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა
31/01/2025