31/10/2024
10:42
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, საოკუპაციო ძალების თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა 29 ადამიანი.
„სამწუხაროდ, ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. დაშავდა კიდევ 29 ადამიანი“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.
ამასთან, გუშინ ღამით რუსებმა ოდესის რეგიონს დაარტყეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 10 რაკეტა ისროლეს.
პროექტ DeepState-ს ინფორმაციით, რუსები ფრონტზე დაწინაურდნენ. DeepState-ი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში სელიდოვო დაიპყრო. გარდა ამისა, რუსებმა დაიკავეს ვიშნევე, ზორიანოე და ასევე დაწინაურდა ნოვოკრაინკას, ნოვოდმიტროვკასა და კურახოვკას მახლობლად.
0
0