29/10/2024
15:03
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული საწვავის შეძენით, უკრაინაში ომის 1,5 წელი დააფინანსა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო УНIАН-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2024 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტმა 204 მილიარდი ევრო შეადგინა.
საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომზე დღეში 36 მილიონ ევროს ხარჯავს.
ამ მონაცემზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის გადახდილ მილიარდებზე დაყრდნობით, „უნიანი“ წერს, რომ რუსულ აგრესიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია - 28 მილიარდი ევროს ოდენობით გერმანიამ ჩადო, მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც რუსეთს 19 მილიარდი ევრო გადაუხადა, მესამეზე კი, ნიდერლანდები, რომელმაც მოსკოვისგან ასევე 19 მილიარდამდე ევროს ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.
0
0