06/07/2022
17:39
მსოფლიო
ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ლაიენმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რომელსაც ივლისის თვის შუა რიცხვებისთვის წარმოადგენს.
„ახლა ჩვენ, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ. აშკარაა: პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს და ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებისთვის წარმოვადგენთ. წევრ ქვეყნებს ეროვნული საგანგებო გეგმები აქვთ“, - განაცხადა ლაიენმა.
0
0