18/09/2024
19:51
ეკონომიკა
რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ყირგიზეთთან მეორე მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის შესახებ TASS-ს Rosatom Service-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განუცხადა და დასძინა, რომ ასევე იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობა სომხეთსა და საქართველოში.
„კერძოდ, 10 მგვტ-მდე მცირე ჰიდროელექტროსადგურებს ავაშენებთ რუსეთის ყველა რეგიონში - სადაც არის მდინარეები, სადაც არის საჭირო განაწილებული გენერაცია. საზღვარგარეთ უკვე დაწყებულია ერთი კონტრაქტი, რომელიც გაფორმებულია ყირგიზეთთან, მაგრამ ახლა ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთი სადგურის მშენებლობას სომხეთსა და საქართველოში“ - თქვა სალკოვმა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ „როსატომ სერვისმა“, რუსულ-ყირგიზეთის განვითარების ფონდმა და შპს „ალფა ოილმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყირგიზეთის ჯალალ-აბადის რეგიონში 30 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე ჩანდალაშის მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. პროექტის განხორციელების ვადა სამი წელი იქნება.
0
0