რუსთავში ქალს ყოფილი ქმარი მოკვლით დაემუქრა - მამაკაცი დაკავებულია
23/07/2022
12:18
სამართალი
A-
+A
რუსთავში, ყოფილი ქმარი ცოლს მოკვლით დაემუქრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მარჯანიშვილის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცი ყოფილ ცოლთან, საცხოვრებელ ბინაში მივიდა და კარის გაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. უარმა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ხმაურის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცი სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მამაკაცი ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
0
0
341
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%