18/11/2022
13:03
სამართალი
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევისას ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც დახმარება ადგილზე გაეწიათ და ახლა სახლში იმყოფებიან.
„ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი, რომლის რემონტიც მიმდინარეობდა. ხარაჩოზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი. ჩამოიშალა ხარაჩო და ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორს ადგილზევე გაეწია დახმარება და ისინი სახლში იმყოფებიან. ვფიქრობ, ვინაიდან ასეთი შემთხვევა მოხდა, ესე იგი, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
0
0