28/09/2021
12:55
საზოგადოება
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.
კახა კალაძის თქმით, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე დაახლოებით 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.
თბილისის მერის ინფორმაციით, სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაცია და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.
საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024