25/06/2022
21:21
მსოფლიო
სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქი მთლიანად აიღეს.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავისი "კომენდანტი".
"ქალაქი ისეა დანგრეული, ხალხს გაუჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება". - თქვა სტრიუკმა.
მოქალაქეებს ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შეუძლიათ.
სტრიუკმა თქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც აზოტის ქარხანას აფარებდნენ თავს, ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. ახლა ისინი ოკუპაციის პირობებში არიან.
"ადამიანებს, რომლებიც აზოტის ქარხანას სამ თვეზე მეტ ხანს აფარებდნენ თავს, ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, მაგრამ რუსებმა მათი მდგომარეობით ისარგებლეს და უკვე დაიწყეს პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღება". - თქვა ალექსანდრ სტრიუკმა.
0
0