რუსი ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს
01/11/2024
13:51
მსოფლიო
A-
+A
თურქეთში, ალანიაში, რუსი ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის 49 წლის მოქალაქე ქალი სასტუმროს თანამშრომლებმა საკუთარ ნომერში იპოვეს. ის იატაკზე უგონო მდგომარეობაში იწვა.
ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო. ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნით, ქალი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
ტურისტის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
0
0
167
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%