28/05/2022
13:46
მსოფლიო
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 242 ბავშვია დაღუპული, 440-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 153, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 108, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 51, ხერსონის ოლქში - 49, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16 - ჟიტომირის ოლქში -15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 888 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 180 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
0
0