06/03/2024
12:08
ეკონომიკა
რუსეთის მევენახე-მეღვინეთა ასოციაციამ (AVVR) მოითხოვა საქართველოდან ღვინის, ცქრიალა ღვინისა და სხვა სახის ღვინის იმპორტზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება.
გარდა ამისა, შემოთავაზებული იყო ნატო-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გადასახადის დაწესება 200 პროცენტით, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად და AVVR-ის პოზიცია გაუგზავნონ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ექსპერტთა საბჭოს, მათ შორის: ნატოს ქვეყნებიდან ღვინის, ცქრიალა ღვინის, ფორტიფიცირებული ღვინის იმპორტზე 200 პროცენტიანი გადასახადი დაწესდეს“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
გასული წლის ივლისის ბოლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობამ 2023 წლის ბოლომდე გაზარდა „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ღვინოების იმპორტის გადასახადი - 12,5-დან 20 პროცენტამდე, მაგრამ არანაკლებ ნახევარი დოლარი ლიტრზე. გადაწყვეტილება ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა. მოგვიანებით იგი გაგრძელდა მთელი 2024 წლისთვის. საქართველო „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შედის.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024