04/08/2023
11:46
კონფლიქტები
მოსკოვს მიაჩნია, რომ „საკმაოდ მიღწევადია“ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში უწყების დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.
„რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნით, რომლებიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზატკეცილთან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას“ - განაცხადა გონჩარმა.
მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ეს თემა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი არ განიხილება.
0
0