23/02/2022
14:52
მსოფლიო
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
პუტინმა რუსეთის მოსახლეობას „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა, ის უფრო მობილური გახდა და სამხედრო გამოცდილება მიიღო. „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ მომავალშიც განვავითარებთ შეიარაღების პერსპექტიულ სისტემებს, მათ შორის ჰიპერბგერით სისტემებს და ფიზიკის ახალ პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემებს, განვავითარებთ მოწინავე ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ეს მომავლის იარაღია, რომელიც საბრძოლო პოტენციალს რამდენჯერმე ზრდის.
პუტინის თქმით, შეიარაღებული ძალებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლებას.
რამდენიმე თვის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანამედროვე შეიარაღების შექმნის საკითხში მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომლის შეიარაღებაში ჰიპერბგერიტი რაკეტებია.
0
0