რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის - ოლაფ შოლცი
19/02/2022
16:39
მსოფლიო
A-
+A
რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს.
ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.
„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ უსაფუძვლო მოთხოვნებსა და უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
0
0
430
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%