22/05/2022
11:32
მსოფლიო
963 ამერიკელს შორის, რომლებსაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, სამი ყოფილი, გარდაცვლილი სენატორია. ამის შესახებ უკრაინული მედია „ამერიკის ხმაზე“ დაყრდნობით იუწყება.
სიაში რამდენიმე პირის გასწვრივ პირდაპირ არის მითითებული, რომ ისინი გარდაცვლილები არიან.
მედიის ცნობით, რუსეთში შესვლის აკრძალვა შეეხოთ „რესპუბლიკელ“ ყოფილ სენატორებს – ჯონ მაკკეინსა და ორინ გეთჩს, ასევე „დემოკრატ“ ყოფილ სენატორ ჰარი რიდს. ჯონ მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი 2021 წლის დეკემბერში, ხოლო ორინ გეთჩი კი, მიმდინარე წლის მაისში.
ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალა სხვა გარდაცვლილ პირებსაც – ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ პირველ მოადგილე მელისა დრისკოს, ყოფილ მოსამართლე სტივენ ონილსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერ ჯერემი სივიტს.
0
0