09/03/2023
21:15
ტურიზმი
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია გაუწია, რომ საპროტესტო აქციების ფონზე თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ხოლო იქ მყოფებმა თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს. რეკომენდაცია განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე.
„რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ ქალაქების - ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციას უწევს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ტურისტთა დახმარების ასოციაციას, ხოლო ცალკეულ მოგზაურებს - მიმართონ რუსეთის ინტერესების განყოფილებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში.
0
0