27/04/2022
12:58
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ ევროპის დაშანტაჟების მცდელობა მას შემდეგ დაგმო, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მან გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.
„გაზპრომის” განცხადება, რომ ის ევროპაში მომხმარებლებისთვის ცალმხრივად აჩერებს ბუნებრივი აირის მიწოდებას, არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის გაუმართლებელი და მიუღებელი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასეთი სცენარისთვის ევროკავშირმა საგანგებო გეგმები შეიმუშავა და კრიზისული მოლაპარაკებები ახლა ბრიუსელში მიმდინარეობს. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროგაერთიანება გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად მუშაობას.
„მე გავაგრძელებ მუშაობას ევროპელ და მსოფლიო ლიდერებთან ევროპაში ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
0
0