რუსეთის გადაწყვეტილება, ე.წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით სამარცხვინო ქმედებაა - ენტონი ბლინკენი
22/02/2022
12:04
კონფლიქტები
A-
+A
რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი მარიონეტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით პროგნოზირებადი და სამარცხვინო ქმედებაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს ამ ნაბიჯს და მხარს უჭერს უკრაინას.
„უმკაცრესად ვგმობთ ამ ქმედებას და უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განვაცხადე,“ - წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „უზრუნველყონ მშვიდობა“.
0
0
485
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%