20/03/2024
11:54
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავდა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე პლიევმა განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მოსკოვში ცხინვალის დელეგაცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდა.
„მე ყველა შეხვედრას დავესწარი და ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. არასწორი ინფორმაცია „რია ნოვოსტის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა. ამ შეხვედრას რუსეთის დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ჩვენ ამ ფეიკ-ამბის შესახებ გავიგეთ, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენც გაგვიკვირდა და ჩვენს რუს კოლეგებსაც. მათ შეხვედრის აუდიო ჩანაწერიც კი გადმოგვცეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულება გვქონდეს, რომ ეს საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა“, - ამბობს პლიევი.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, „რია ნოვოსტიმ“ 17 მარტს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ ამ საკითხს ცხინვალი „მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის ფორმატში განიხილავს“.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024