05/11/2024
13:41
მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონეცკის ოლქში კარამატორსკის რაიონის დასახლებული პუნქტი სტეპანოვკა დაიკავა. ამის შესახებ უკრაინული სადამკვირვებლო პროექტის, „დიფ სთეითის“ მოხსენებაშია აღნიშნული.
ანალიტიკოსების აზრით, საოკუპაციო ძალები ასევე წინ მიიწევენ კურახოვოს, კოლესნიკოვკას, ბოგოიავლენკასა და კრემენნაია ბალკას მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ანგარიშის მიხედვით, დღის განმავლობაში ფრონტზე 226 სამხედრო შეტაკება მოხდა. ხარკოვის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა რვაჯერ შეუტიეს ვოლჩანსკის მახლობლად, თავდაცვის ძალებმა კუპიანსკთან მოიგერიეს 19 შეტევა.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი კუზანმა განაცხადა, რომ რუსული არმია დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევს.
პარალელურად, გამოცემა „ფორბსი“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საუკეთესო ტექნიკა მუშაობს კურსკის რაიონში, ხოლო კრიტიკული ბრძოლები აღმოსავლეთში მიმდინარეობს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024