20/10/2021
10:17
სამართალი
„შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
ინტერესთა განყოფილებამ (რუსეთის ფედერაცია შვეიცარიის საელჩოში საქართველოში - რედ.) გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით მიეწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ასევე როგორც აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევა, მათ შორის გარდაცვლილი მამის ცხედრის სწრაფი გადაცემის საქმეში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის მისი შვილის ინტერესების დაცვისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დგამენ და საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.
0
0