27/05/2022
11:47
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განახლებული მონაცემების თანახმად, რუსეთი სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის დასაკავებლად 50 წლისწინანდელ ტანკებს იყენებს.
უახლესი ინფორმაციით, „რუსეთი, სამხრეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების გასაძლიერებლად, T-62 ტიპის საბრძოლო მანქანების მობილიზებას ახდენს.
ითვლება, რომ აღნიშნული საბრძოლო მანქანები განსაკუთრებით დაუცველია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ, რაც თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის დეფიციტზე მიუთითებს.“
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „რუსული სამხედრო ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გარშემორტყმას კვლავ ცდილობენ. ცოტა ხნის წინ, მათ ქალაქ პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი დაიპყრეს, თუმცა უკრაინული მხარე აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე მოსკოვის მიერ სრული კონტროლის აღებას არ ადასტურებს."
0
0