17/05/2023
14:24
კონფლიქტები
რუსეთი საიმედოდ იძლევა აფხაზეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიას. ამის შესახებ ოთხშაბათს ოკუპირებულ ე.წ. რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩმა“ მიხეილ შურგალინმა „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს რუსეთი საიმედოდ იძლევა რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიას, დახმარებას უწევს აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში" - განაცხადა მან.
შურგალინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
მანვე გაიხსენა, რომ აფხაზეთმა პრინციპული პოზიცია დაიკავა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე, აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის „სუვერენიტეტი“, შემდეგ კი მათი რუსეთში შესვლა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებთან ერთად.
0
0