16/12/2024
20:32
ეკონომიკა
რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია - ეს იმ ქვეყნები მცირე ჩამონათვალია, რომელთა ვალი საქართველოს აქვს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს, შემდეგია გერმანია, იაპონია და ა.შ.
- საფრანგეთი - 770.3 მლნ დოლარი
- გერმანია - 568.4 მლნ დოლარი
- იაპონია - 125.8 მლნ დოლარი
- ავსტრია - 11.1 მლნ დოლარი
- ქუვეითი - 10.08 მლნ დოლარი
ამასთან, საქართველოს რუსეთის 7.870 მლნ დოლარის ვალი აქვს, 2.242 მლნ დოლარის - თურქეთის, 1.252 მლნ დოლარის ყაზახეთის და ა.შ.
რაც შეეხება მსხვილი კრედიტორები 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.263 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.633 მლრდ დოლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.081 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 488.4 მლნ დოლარი
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 177.4 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.642 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.021 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 3.513 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.646 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინდელი კურსით 23.455 მლრდ ლარი იყო.
bpn.ge
0
0