03/07/2022
12:36
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში, სავარაუდოდ, ფსევდორეფერენდუმს გამართავს, რათა კონტროლის ლეგიტიმაცია სცადოს. ამის შესახებ 3 ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება.
„ხერსონის ოლქი 2022 წლის თებერვლიდან სრულად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ოკუპაციის გამართლების ერთგვარი „კონსტიტუციური" გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რუსეთის პრიორიტეტული პოლიტიკური მიზანი იქნება. დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია მიმართავს გაყალბებული კენჭისყრის გზას, რათა უზრუნველყოს მისთვის მისაღები შედეგი", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ 28 ივნისს, ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის დაკავება, წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობაა.ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში, სავარაუდოდ, ფსევდორეფერენდუმს გამართავს, რათა კონტროლის ლეგიტიმაცია სცადოს. ამის შესახებ 3 ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება.
„ხერსონის ოლქი 2022 წლის თებერვლიდან სრულად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ოკუპაციის გამართლების ერთგვარი „კონსტიტუციური" გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რუსეთის პრიორიტეტული პოლიტიკური მიზანი იქნება. დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია მიმართავს გაყალბებული კენჭისყრის გზას, რათა უზრუნველყოს მისთვის მისაღები შედეგი", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ 28 ივნისს, ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის დაკავება, წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობაა.
0
0