27/05/2022
11:45
მსოფლიო
ოთხი დასავლური წყაროს თანახმად, ასიათასობით უკრაინელი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ რუსულ "ფილტრაციის ბანაკებში" მოათავსეს და შემდეგ ისინი რუსეთში იძულებით გააგზავნეს. დასავლური დაზვერვის სამსახურის უახლესი შეფასება გაცილებით მაღალია, ვიდრე აშშ-ის ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ.
„რუსეთის დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ კონტროლირებულ ბანაკებში დაკავების შემდეგ, უამრავი უკრაინელი რუსეთის ეკონომიკურად კრიზისულ რაიონებში, ზოგიერთი კი - საკუთარი სახლებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იძულებით გადაადგილდა, ხშირ შემთხვევაში კი, უკან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე,“ - იუწყება წყარო.
ზოგიერთი უკრაინელი, რომლებიც, რუსეთში შესვლით, ბრძოლებისგან გაქცევას ცდილობდნენ, ნებაყოფლობით გადასახლდა ფილტრაციის ბანაკებში, თუმცა ბევრი ადამიანი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს საკონტროლო გამშვებ პუნქტებსა და ბომბსაფრებში. წყაროები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ "ფილტრაციის ბანაკებში" საშუალოდ სამი კვირის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, „მიმდინარეობს გადასახლებული პირების დაკითხვა, მათ არაადამიანურად ეპყრობიან და აწამებენ; ზოგიერთ მათგანს საზღვრის გავლით რუსეთში აგზავნიან, სადაც მათ სახელმწიფო დოკუმენტებით უზრუნველყოფენ.“
0
0